“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ოზურგეთში მერობის კანდიდატი შეარჩიეს.
როგორც “გურიის მოამბემ” გაარკვია ქალაქის პირველი პირობისთვის ირაკლი ღლონტი იბრძოლებს.
ეს ინფორმაცია ჩვენ ღლონტმაც დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ უკვე ემზადება ოზურგეთში წამოსასვლელად.
გასულ არჩევნებზე ირაკლი ღლონტი მანუჩარ კვირკველიას შტაბს ხელმძღვანელობდა.