პატრიოტთა ალიანსის ოზურგეთის მერობის კანდიდატის მირზა ჩხიკვიშვილის განცხადებით, ყოფილმა ცოლმა ფეისბუქის ექაუნთი მოპარა, რის გამოც სამართალდამცავებს მიმართავს:
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძველი ფეისბუქ გვერდი დიდი ხანია მაქვს და მთელი ისტორია 10 წლის მნძილის იქ დევს. სამწუხაროდ ჩემმა აწ უკვე ყოფილმა მეუღლემ, ნანა გაზაშვილმა გარკვეული გზებით მოახერხა ჩემგან ისე წასვლა,რომ წაეღო მობილური, შეცვალა ყველა ჩემ მოქმედ მეილზე თუ საკონტაქტო საიტებზე პაროლი და იყენებს როგორც მას სურს, ანუ ჩემ საწინააღმდეგოდ, ვითო პროვოცირებს. არ გეგონოთ მე ვიყო ძველ ფეისბუქ გვერდზე. ეს, Mirza Chxikvishvili იქნება ჩემი პარტიული და საკონტაქტო ფეისბუქ გვერდი.ვისაც ხელი მიგიწვდებათ ძველ ფეისბუქზე ანუ ქართული შრიფტით რომელიცაა: “მირზა ჩხიკვიშვილი” გთხოვთ დაბლოკოთ ან მეგობრობა შეწყვიტოთ. რათქმაუნდა ამ ფაქტზე მოვახდენ შესაბამის სამართლებრივ ცივილურ რეაგირებას.სამწუხაროდ მტრობით წასვლა არჩია ცივილურად დაშორებას. მადლობა წინასწარ ყველას. მიყვარხართ და მეიმედებით,ჩვენთან არს ღმერთი!” –წერს ჩხიკვიშვილი.