დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე, მედიკოსები მოსახლეობას პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ერთადერთი გზა პანდემის დასრულებისთვის იმუნიზაციაა.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ და ვაქცინაციისკენ უნდა აიღონ გეზი.
“შევეგუეთ 70-74 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღე. ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა აქვთ და ერი და ბერი ვაქცინაციისკენ არ მოვუწოდებთ. 20-30 ჯერ მცირდება სიკვდილობის მაჩვენებელი ვაქცინირებულ ადამიანებში.
რაც შეიძლება ნაკლები სოციალური კონტაქტი, პირბადე და დისტანცია. საკუთარ თავზე მაინც ვიფიქროთ, რამემ მაინც იმოქმედოს ჩვენზე და გავიკეთოთ ვაქცინა,”-აღნიშნა კულუმბეგოვმა.
ინფექციონისტები აცხადებენ, რომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა კლინიკურ სექტორში საკმაოდ მაღალია რის გამოც სიკვდილიანობა იზრდება.