შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ტროპიკული ქარიშხალი ჰენრი დაატყდა თავს. შედეგად, ჩრდილო-დასავლეთში 120 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ნიუ-იორკის შტატის კუნძულ ლონგ-აილენდსა და სამხრეთ რეგიონში მცხოვრები მილიონობით ადამიანი მოსალოდნელი წყალდიდობისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ გააფრთხილეს.
ამას გარდა, BBC-ის ინფორმაციით, ტენესის შტატში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი გარდაიცვალა, უავერლიში კი ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.