დავით დარჩია: “ხელისუფლების ჩამოგდებაზე ვსაუბრობთ რევოლუციის ვერსიას განვიხილავთ“

ასე გვიპასუხა ოზურგეთის მოქმედმა მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარემ „გურიის მოამბეს“ მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს უკანასკნელი ოზურგეთის ცენტრში, თეატრალურ მოედანზე, ე.წ. „კოფეინთან“ – ერთ დროს გურიის რუხ კარდინალად წოდებულ, ილა კეჭაყმაძესთან ერთად მოსაუბრე შევნიშნეთ.

კი მაგრამ ხელისუფლებაში ისედაც ხომ ხართ? ვის აგდებთ? ვკითხეთ ჩვენ დარჩიას, რაზეც ბატონმა დავითმა აღარ გვიპასუხა.

თავად ილა კეჭაყმაძემ კი ჩვენთან საუბარში ბრძანა, რომ ის მხარს „ქართულ ოცნებას“ და თალაკვაძეს უჭერს – რამაც ძალიან გაგვაკვირვა, რადგან ის გია ცეცხლაძის – რომელიც კენჭს გახარიას პარტიიდან იყრის – მეგობარი და გვერდში მდგომი გვეგონა.

როგორც დარჩიამ, ისევე კეჭაყმაძემ, ჩვენს შეკითხვებს პასუხები არ გასცეს – თუმცა დარჩიასაგან განსხვავებით ილა კეჭაყმაძე ფოტოგადაღებას არ გაქცევია.

ბატონი დავითი დიდხანს გვემალა

 

კიდევ დიდხანს გვემალა

 

კიდევ კაი ხანს გვემალა

 

მაგრამ განათების ბოძი, რომელსაც დარჩია ეფარებოდა უფრო პატარა და ვიწრო აღმოჩნდა ვიდრე თავად დავითი და ბოლობოლო …. “რევოლუციაზე მოფიქრალი” საკრებულოს თავმჯდომარეც გამოჩნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share