არასაიმედო ლარი, უზარმაზარი უმუშევრობა და კრიტიკულად მაღალი ინფლაცია – ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება კი საიმედო პროგნოზებზე საუბრობს. ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა მოვლენათა განვითარების სცენარი, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ფასების მატება დღევანდელი 12 პროცენტის – ნახევარი იქნება. მაგრამ ეკონომისტებს ამ პროგნოზის არ სჯერათ.
მათი აზრით მთავრობაც და ეროვნული ბანკიც თავს იტყუებენ ან ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობენ – რადგანაც ხელისუფლებას, რომელმაც დაუშვა 12-პროცენტიანი ინფლაცია, ლარის კატასტროფული გაუფასურება და უამრავი სხვა პრობლემა – არც პოლიტიკური ნება და არც ინტელექტუალური რესურსი არ ეყოფა ვითარების გამოსასწორებლად.
მოასხლეობა სიღატაკის ზღვარზეა. მძიმე ეკონომიკურ მდონარეოაბში მყოფი ათასობით მოქალაქე, პირველადი მოხამრების პროდუქტსა და მედიკამენტებს უკვე დიდი ხანია ვეღარ ყიდულობს. რთულ მდგომარეობას გაძვირებული სასწავი კიდევ უფრო ართულებს. ბენზიგასამართ საგურებზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავი 10-12 თეთრით გაძვირდა, რაც სამომხმარებლო ბაზარსა და ფასების მატებაზე პირდაპირპროცორცულად აისახა. უმუშევობა, დაბალი ანაზღაურება და გაზრდილი ფასები – ეს ის პრობლემებია, რომელთან ერთად ცხოვრებაც საქართველოს მოქლაქეებსა ყოველდღიურად უწევთ.
წყარო: “მთავარი”