ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი შეიწირა გუშინ კორონამ. ერთხელ აცრა მოასწრო, მაგრამ ვერ გადარჩა.
სხვა კლასელი, რომელიც, როგორც ვიცი, იეჰოვას მოწმეა და შტატებში ცხოვრობს, ამ ამბავს კონსპირაციის ტირაჟირებისთვის იყენებს.
წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დააზარალებს ვაქცინაციას დღეს 2-ჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალება.
უიღბლობის კასკადი გვჭირს: ჯერ ახალციხელი ექთანი, რომელსაც დროულად ადრენალინი ვერ გაუკეთეს და პასუხისმგებლები, უბრალოდ, იტყუებოდნენ – იქ ვიყავთ და არაფერი შეგვინიშნავსო, და ახლა – ეს.
ახალციხელი მედდის ტრაგედიაზე მეტი ინფორმაცია რომ გვქონოდა და ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო, 2-ჯერ აცრილის გარდაცვალების შემდეგ მეტი ემპირიული არგუმენტი გვექნებოდა ახლობლების აცრაზე დასაყაბულებლად.
სამწუხაროდ, აქ და ახლა, ეს არის პოლიტიკური პანდემია. რაც აწი მოხდება, ბიძინა ივანიშვილის და პოლიტიკური ნებისგან დაცლილი სახელისუფლებო პარტიის ბრალი იქნება.
სახეზე რომ ვერ ვცნობთ – მათი.
წერს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.