თეა კეკელიძე, შვეიცარიაში მომუშავე მეცნიერი:
“მთავარი გზავნილები დელტას გარშემო:
– ვაქცინა ინფიცირების შანსს ამცირებს დაახლოებით 3-ჯერ; ინფიცირების შემთხვევაში ავად გახდომის შანსს (სიმპტომატური კოვიდი) ამცირებს 8-ჯერ; ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის ალბათობას ამცირებს 25-ჯერ.
– ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები ხნითაა ვირუსის გადამდები, ვიდრე აუცრელი (რადგან მიუხედავდ ხახის ლორწოვან გარსში შეღწევისა, ვირუსს საბოლოოდ მაინც ბლოკავს სისხლში ცირკულირებადი ანტისხეულები, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად გამომუშავდა).
– შესბამისად: აცრილი ადამიანი მნიშვნელოვნადაა დაცული გართულებული ავადმყოფობისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისაგან. ის ასევე გარკვეულწილადაა დაცული ვირუსის შეყრისაგან და ნაკლები ხნითაა გადამდები.
მეორე (კარგი) ამბავი აცრების შესახებ ისაა რომ ვაქცინების გამოცდის მესამე ფაზის ანალიზი ადასტურებს ვაქცინების გრძელვადიან უსაფრთხოებას!”