“ეპიდსიტუაცია კვლავ უაღრესად საყურადღებო რჩება. დღევანდელი მაჩვენებელიც აღემატება 5 ათასს შემთხვევას. 58 გარდაცვლილია, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მძიმე პაციენტების გადარჩენა ძალიან რთულია. სტაბილიზაციის შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ნახტომისებული მატება ისეთი, როგორიც გვქონდა გასული 2 კვირის განმავლობაში, ბოლო პერიოდში არ აღინიშნება, თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჯერჯერობით სიტუაციის გაუმჯობესების თაობაზე ვიფიქროთ, რადგან ამის ნიშნები ჯერ ნამდვილად არ არის. ოდნავ მეტი სტაბილიზაცია არის თბილისსა და აჭარაში, სხვა რეგიონებში პირიქით, შემთხვევების მატებაა. ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენების ხელშეწყობა, სამწუხაროდ, დღეს პირბადის გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია, მაშინ, როდესაც აპრილ-მაისში 73-75%-ზე ვიყავით. ასევე, საკმაოდ მაღალია მობილობის მაჩვენებელიც. ეს ორი მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სიტუაცია ვაქცინაციასთან ერთად დასტაბილურდეს“,-განაცხადა გაბუნიამ.
მისი შეფასებით, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაა საჭირო.
„ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ დღეში 40 ათას აცრამდე“,-განაცხადა გაბუნიამ.