“მოდი და დაიჯერე ასეთი პოლიტიკოსების”-ვის მიმართავს დაკავებული სამხედროს და

ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ნათია შარაშენიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, იმ პარლამენტარებს მიმართავს, ვინც მისი ძმის დაკავების საქმესთან დაკავშირებით არსებულ უსამართლობაზე არ რეაგირებენ და არც მასში გარკვევას ცდილობენ:
“აი, ამდენი ხანია ჩემს ფბ გვერდზე ვწერ, ვაქვეყნებ, ვასაჯაროვებ ჩემი ძმის შეკერილი და გაყალბებული სს საქმის შესახებ დოკუმენტებს, ვწერ და ვასაჯაროვებ დეტალებს, ელჩები გამომეხმაურნენ, მომწერეს, მიპასუხეს და ჩვენი პარლამენტარები ( ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან) რომლებიც აქ სოციალურ ქსელში სამეგობროში რამდენიმე მყავს, არც ერთხელ არ დაინტერესებულან, ისე უბრალოდ ყასიდად მაინც არ უკითხავთ, შაბლონური ტექსტიც კი არ გაუმეტებიათ, არადა დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანი ჩემს პოსტებს კითხულობს, ამდენი ხანია ვფიქრობ ვინ იქნება პირველი, ვის შეაწუხებს პარლამენტარის მანდატი და უბრალოდ იმას მაინც მომწერს რომ დაინტერესებულია, გაგიკვირდებათ და ამ დრომდე არც ერთი არ დაინტერესებულა, არც ერთი ადამიანებო, არა და რომ ჰკითხო თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავენ და დარდობენ, უსამართლობა აწუხებთ და იმიტომ სჭირდებათ პარლამენტარის მანდატი თითოეულ მოქალაქეზე იზრუნონ და მათი ბაგეებიდან ათასგვარი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები გვესმის ტელეეკრანებიდან, ეტყობა პარლამენტის მანდატს, ბონუსად გულგრილობა მოჰყვება 🙁 ვერ იქნა და ვერ გასცდნენ და გადააბიჯეს ვიწრო პარტიულ ჩარჩოებს, აბა ყოფილიყო ჩემი ძმა პოლიტიკოსი საკუთარი პარტიიდან? ატეხავდნენ ერთ ამბავს, კომენტარებს კომენტარებზე გააკეთებდბენ, ჩემი ძმა ხომ ჯარისკაცია და არ უღირთ ზედმეტად თავის შეწუხება, პოლიტიკურ ქულებს ვერ ჩაიწერენ, ასეთი პოლიტიკოსების მოდი დაიჯერე ეხლა-წერს შარაშენიძე. ცნობისთვის, სამხედრო, თავდაცვის სამინისწროს ყოფილი თანამშრომელი, სამშვიდობო მისიებში არა ერთგზის მონაწილე, ხვიჩა შარაშენიძე 2018 წელს დააკავეს და მიუხედავად საქმეში არსებული მრავალი უზუსტობისა და მტკიცებულებების არარსებობისა, მას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”.-წერს  საკრებულოს დეპუტატი,ნათია შარაშენიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share