რა შუაშია, რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან მისი ინტერესები, როდესაც დღეს ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე? – ასე პასუხობს ომბუდსმენი „ქართული ოცნების“ ბრალდებებს მის „ნაცმოძრაობის“ გარესპიკერად გამოცხადების თაობაზე. ნინო ლომჯარიას თქმით, მისი მიმართვის ადრესატი პრემიერ-მინისტრი იყო, რადგან ის არის უფლებამოსილი პირი ქვეყანაშ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
“მე მგონია, რომ თავადაც არ სჯერათ იმ განცხადებების, რასაც ამბობენ. კითხვას დავუსვამდი, რა შუაშია ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქართული ოცნება“. საერთოდ რა შუაშია, რომელიმე პოლიტიკური პარტია, ან მისი ინტერესები, როდესაც დღეს ვსაუბრობთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე?
ამორალურია დღეს ამაზე საუბარი, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ სიკვდილ-სიცოცხლეზე… მიმართის ადრესატი იყო პრემიერ-მინისსტრი იმიტომ, რომ მას აქვს უფლება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, – განაცხადა ლომჯარიამ.