რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ეხმიანება სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების გადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ბერძენიშვილის შეფასებით, სააკაშვილი “ყალბი ილუზიების ტყვეობაშია”.
“თუ ეს ტექსტი ნამდვილად მისია და ფბ გამიტეხესო, არ თქვა სასწრაფოდ, მაშინ ჩემი შეფასება ესაა: როგორ აცდენილია ქართულ რეალობას ეს კაცი. რაც წასულია ქვეყნიდან, ყოველი არჩევნები რევოლუციური ცვლილების ინსტრუმენტად რომ სურს გამოიყენოს. ყალბი ილუზიების ტყვეობაშია ამდენი წელია.
ამ არჩევნებისთვის ნამდვილად ჩამოვალო, დღეს არ გაუმეორებია, ხო? ქოცებმა არაო, მიშამაც არაო….პოლიტიკური სპექტრი კი რამდენ ხანს უნდა იყოს ბიძინას და მიშას ურთიერთმტრობის და ზიზღი/შიშის მძევალი? ენმ- საც ვგულისხმობ.
ოქტომბრის ბოლოს რომ ჩატარდეს ეს რეფერენდუმად წოდებული ადგილობრივი არჩევნები, არც უნდა განვიხილოთ თურმე…”,– წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.