კლიმატური ცვლილებებისა და სტიქიური უბედურებების გახშირების გამო დედამიწაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება. გაერთიანებული სამეფოს, კევის სამეფო ბოტანიკური ბაღების (Kew Royal Botanic Gardens) კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილების გამო მცენარეების 40%-ს განადგურება ემუქრება.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ზოგიერთი მეცნიერი ამ რთულ სიტუაციაში გამოსავალს სხვა პლანეტების ათვისებაში ხედავს, სადაც დროთა განმავლობაში მისიები გაიგზავნება და პლანეტების ეტაპობრივი კოლონიზაცია განხორციელდება.
ისინი ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ რომელი მცენარეები შეძლებენ სხვა პლანეტაზე ადაპტაციასა და გამრავლებას. მეცნიერებმა რამდენიმე მცენარე გამოყვეს, რომლებსაც, მათი აზრით, ასეთი უნარები გააჩნიათ.
გთავაზობთ კოლონიზაციისთვის გამოსადეგი პლანეტებისა და მცენარეებს, რომლებიც, სავარაუდოდ, აქ გაიხარებენ:
მარსი
იმის გამო, რომ მარსის ზედაპირი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მეცნიერების აზრით, აქ გარკვეული მცენარეების გაზრდა შესაძლებელია. ესენია:
- სალათის ფოთოლი
- ხახვი
- კომბოსტო
- ბარდა
- ნიორი
- დენდელიონები – დენდელიონები ბაბუაწვერასა და სხვა მის მსგავს მცენარეებს აერთიანებს. ექსპერტების აზრით, ისინი მარსზე არსებობას შეძლებენ.
- ისპანახი – მარსის რკინით მდიდარი ნიადაგით, ისპანახი შეიძლება განსაკუთრებულად კარგად გაიზარდოს.
ევროპა
ევროპა, იგივე იუპიტერი 2, იუპიტერის ოთხი მთვარიდან ყველაზე პატარაა. მეცნიერების აზრით, ევროპაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობებია. მათი თქმით, აქ შეიძლება გაიზარდოს:
- ხეები – სხვადასხვა ჯიშის ხეები, რომლებიც რთულ პირობებს მარტივად ეგუებიან.
- ჰოპსის ვაზი – ჰოპსის ჯიშის ვაზს სჭირდება წყალი ყოველდღე. მთვარის მიწისქვეშა ოკეანეს შეუძლია შექმნას იდეალური პირობები ამ მცენარის გაზრდისთვის.
- სუროები
- ტიტანიტიტანი არის სატურნის უდიდესი მთვარე. ეს არის ერთადერთი მთვარე, რომელსაც აქვს მკვრივი ატმოსფერო და ერთადერთი ცნობილი მთვარე ან პლანეტა დედამიწის გარდა, რომელზეც ზედაპირული სითხის სტაბილური სხეულების მკაფიო მტკიცებულება არსებობს. მეცნიერების თქმით, აქ შეიძლება გაიზრდოს:
- თამბაქოს მცენარეები – ტიტანის ზედაპირი შეიცავს მეთანსა და ეთანს, რომელიც მზის სისტემის მხოლოდ ერთ პლანეტას აქვს, დედამიწას. ამიტომ თამბაქოს მცენარეებმა შესაძლოა, აქ სიცოცხლე შეძლონ.
- ბრინჯი – დედამიწასა და ტიტანს კიდევ ერთი საერთო აქვთ მდინარეები, ტბები და ზღვები. ბრინჯის გაზრდას მინიმუმ 50 სიღრმის წყალი სჭირდება, რისი პირობებიც ტიტანზე წესით უნდა არსებობდეს.
წყარო:bpn.ge