ბიზნესმენები იძულებულნი არიან “ქართულ ოცნებას” თანხები ჩაურიცხონ შემოწირულობების სახითო….მოკლედ ჩაგრავენ ბიზნესმენებსო!
სინამდვილე კი ისაა, რომ არაფერი ბიზნესმენები ეგენი არ არიან, ხელისუფლების ნაწილია, მის შეკვეთებზეა მიბმული. არ იქნება შეკვეთები? არც მათი “ბიზნესი” იქნება. ქვეყანაში სადაც მთავარი მესაკუთრე, დამკვეთი და დამსაქმებელი სახელმწიფოა სხვას რას ველით? ჩვენ გვაქვს ფავორიტიზმზე დაფუძნებული ეკონომიკა, ნაცვლად იმისა, რომ კერძო საკუთრებას და მის ხელშეუხებლობას ემყარებოდეს! ვინც ხელისუფლებაშია, ეგ “ჯიბის ბიზნესიც” მისია, “ქვეყანა კი ჰგიეს უკუნისამდე”..
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვახტანგ ზენაიშვილი “გირჩი-მეტი თავისუფლება”