სამი ოპოზიციური არხის წარმომადგენელი, ნიკა გვარამია, ვახო სანაია და ვატო წერეთელი “პიკნიკზე” ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა. მათთან ერთად იყვნენ მათი მეუღლეები, ასევე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები.
“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ივანიშვილს ნამცხვრები დაუტოვა და თქვა, რომ იქ ოლიგარქის ჩაის დასალევად მივიდა, რადგან, მისი თქმით, ამ ქვეყანაში ჩაის დალევა დასავლური მიმართულებით სვლის გაგრძელებას ნიშნავს.
ვდებ და ვაუწყებ ბატონ ბიძინას, რომ მას ნამცხვრები მოვუტანეთ. ჩვენ, ქართველი ერი, ევროპული მიმართულების გასაგრძელებლად, მისგან ველოდებით ჩაის, რომელიც გვინდა, დავულიოთ… ოღონდ ჩაი გამოგვიტანოს და ნოვიჩოკიანსაც დავლევ, იმიტომ რომ ჩაის დალევა ამ ქვეყანაში დასავლური მიმართულებით სვლის გაგრძელებას ნიშნავს, – ამბობს ნიკა გვარამია.