“ამბობენ, რომ ყველა ერს ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც იმსახურებს.
ამ პრინციპით საქართველო, სხვადასხვა მიზეზისა გამო, ვფიქრობ, ლოგიკურად იმსახურებდა ხელისუფლებაში გამსახურდიასაც, კიტოვან-იოსელიანსაც, შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც.
ოღონდ დღეს ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რა კუთხიდან უნდა შეხედო, ირაკლი ღარიბაშვილს მარიონეტად და ღვთის სასჯელადაც კი არცერთ ვარიანტში არ ვიმსახურებთ. არანაირი ლოგიკით და მიზეზით. ეს არის რაღაც ანომალია. ათეისტი რომ ვიყო მისი პრემიერობა ღმერთის არარსებობის მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა”.
წერს პოლიტიკური ექსპერტი დავით ზურაბიშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გევრდზე.