ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებსა და ქილიკს ჟურნალისტი ვახოს სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა:
“ლევან ვასაძეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! როცა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კაცისა, რომელიც შვილების მამაა, ქმარია და უბრალოდ, ადამიანია, ასეთ დროს ყველა უნდა გაჩერდეს და დიდ ხანს სიცოცხლე უსურვოს.
მე ასე მასწავლეს და სხვანაირად არც შემიძლია. ბავშვებს მამა სჭირდებათ, ცოლს-ქმარი და ასე შემდეგ. მე მაქვს მისი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ადამიანებად დავრჩეთ. არაა საჭირო ცუდი კომენტარები. რამდენიმე ადგილზე წავიკითხე და გული დამწყდა. დაუნდობლობა საშინელებაა,” – დაწერა სანაიამ სოციალურ ქსელში.