Facebook-მომხმარებელი ლანა ოსიშვილი წერს, რომ მის დას, კოვიდკლინიკაში მუშაობისას ხელფასი 219 ლარი და 52 თეთრი ჰქონდა. სოციალურ ქსელში მან ჩარიცხვის დამადასტურებელი ფოტოც დადო. წერს, რომ იმ დროს, როცა მედპერსონალს ასეთ ხელფასს უხდიან, “ვიღაცები ლატარიაში აცრილებზე თანხას ათამაშებენ”.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ეს ჩემი დის ხელფასია, როცა კოვიდ კლინიკაში მუშაობდა. 24 საათის განმავლობაში 10 წუთიც კი არ ჰქონდა შესვენებისთვის დრო. მორიგეობიდან სახლში მოსულს, რამდენიმე საათში უკან იბარებდნენ, კადრების ნაკლებობის გამო…..და ამ დროს ვიღაცები ლატარიაში აცრილებზე თანხას ათამაშებენ…. ამაზე სამარცხვინო საქციელი კიდევ რა შეიძლება იყოს, როცა მედ პერსონალი ამ მდგომარეობაშია არ ვიცი.
დღეს ჩემი და უკვე მეორე თვეა გერმანიაშია სამუშაოდ, სწავლის გადასახადისთვის და სამომავლო გამოცდებისთვის თანხის გამომუშავებისთვის…. თვის ბოლოს ბრუნდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ჭაობში და მყრალ ქვეყანაში დიდხანს არ მოუწიოს გაჩერება! არ იმსახურებს ეს ქვეყანა შრომისმოყვარე, განათლებულ და პროფესიონალ ახალგაზრდებს !, – წერს ლანა ოსიშვილი.