მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერის ჰაიბათულა ახუნდზადას განცხადებით, ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება.
„მომავალში მმართველობის ყველა საკითხი და ცხოვრების წესი ავღანეთში დარეგულირდება წმინდა შარიათის კანონებით“ – ნათქვამია მოძრაობის ლიდერის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
„ჩვენ გვინდა ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც დაეფუძნება პატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან იქნება დაფუძნებული ავღანეთის ინტერესებსა და მოგებაზე. ჩვენ ვემხრობით ყველა საერთაშორისო კანონსა და შეთნხმებას, რეზოლუციას და ვალდებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ისლამურ კანონებს და ეროვნულ ფასეულობებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე თქმით, „ისლამური ემირატი“ ეფექტურ და სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ადამიანის უფლებების და უმცირესობების ჯგუფების დასაცავად ისლამის რელიგიის მოთხოვნათა ფარგლებში.