საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პოლონეთში საერთაშორისო ფორუმზე იმყოფება აეროპორტში ქართველებს შეხვდა. მისი თქმით, აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და აუცილებლად შეცვლის არსებულს სიტუაციას, რადაც არ უნდა დაუჯდეს.
სააკაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფა გამოიწვია და ქვეყანა უამრავმა მოქალაქემ დატოვა.
“ვიმყოფები საერთაშორისო ფორუმზე პოლონეთში, სადაც გამოსვლა მაქვს, უამრავი ქართველი შემხვდა ვარშავის და ვროცლავის აეროპორტებში. მასობრივად მიდის ხალხი გერმანიაში და პოლონეთში.
ფეხებით არის დასაკიდებელი ივანიშვილი დემოგრაფიული კატასტროფისთვის, რომელიც მოუწყო საქართველოს – ჩაიდინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ისტორიული დანაშაული საქართველოს ისტორიაში!
იმდენი ქართველის გაყვანას, რამდენიც ივანიშვილის დროს გავიდა ბოლო 3-4 წელიწადში, ჩვენმა ფეოდალებმა შუა საუკუნეებში, მონებით ვაჭრობის დროს მოანდომეს ოთხმოცი წელი – ამან, ყველა რეკორდი მოხსნა!
ყველა ერთი და იგივეს მეკითხებოდა „როდის დავბრუნდებით საქართველოში?“ „დაგვაბრუნეთ საქართველოში“ იმისათვის რომ მეტი აღარ წამოვიდეს აუცილებლად ჩავალთ საქართველოში და აუცილებლად შევცვლით იქ სიტუაციას რაც არ უნდა დაგვიჯდეს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.