ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატი ზუგდიდში, ანზორ მელია, მშობლიური სოფლის, ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა. ამბობს, რომ საქართველო აღორძინდება მხოლოდ მაშინ, როცა “შეიქმნება კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებასა და სიყვარულში”…
მომეცა საშუალება, მოვსულიყავი იმ კუთხეში, სადაც დავიბადე და აღფრთოვანებული ვუყურებდი ყველაფერს. ეს ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში და არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს. გული თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია, ამიტომ, ამ გულს მე ჩავდებ მერიაში. მე ყველას მერი ვიქნები – სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების. არ შეიძლება, მერი მხოლოდ ერთ პარტიას ეკუთვნოდეს. მერად არჩევის შემდეგ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ჩემს ნარაზენს მივხედავ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას. მე სიტყვას არასოდეს ვღალატობ, – ამბობს ანზორ მელია.