ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის გამგებელს, ბადრი თავდუმაძეს, სპეცსამსახურები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ ერთმა ხელმძღვანელმა აცნობა, რომელმაც ამ ეტაპზე სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა:
“როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი განცხადება, რომელიც დღეს სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ბადრი თავდუმაძემ გააკეთა “ქართულ ოცნებაშია” დაწერილი და მას აიძულეს ეს ტექსტი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაედო. თავდუმაძეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ადგილობრივი პოლიცია აშანტაჟებს და ამს აქმეში მას – წინააღმდეგობის შემტხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებიან” – გვეუბნება იგივე წყარო “ქართული ოცნებიდან”.
“გურიის მოამბემ” ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად თავდუმაძესთან სცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სოფელ ოზურგეთის გამგებელმა, დღეს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა:
“მეგობრებო, ჩემო ძვირფასო სოფელ ოზურგეთელებო, ვინაიდან, მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის მხრიდან, სხვადასხვა ფორმით, იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ჩვენ მას დავეხმაროთ წინასაარჩევნო კამპანიაში, მინდა ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – არ ვაპირებ ამის გაკეთებას და მსგავსი რამ ჩემთვის, როგორც საჯარო მოხელისთვის – მიუღებელია! დარწმუნებული ვარ, სხვა სოფლების რწმუნებულებიც ანალოგიურად მოიქცევიან.