“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახალხო დამცველს მიმართავს. საქმე ეხება სუს-ის ფაილებს ფარულ მიყურადებასა და ჩანაწერებზე
“მღვდლები და სინოდი იქეთ იყოს და ლამის ყველა ჩვენი ჟურნალისტის მიმოწერაა მასალებში.
ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია – ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული.” წერს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია დღეს გავრცელდა.