არ გვეშინია დედამიწის ზურგზე არავის – აცხადებს “ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური სუს-ის კრებსებში, თეა წულუკიანის სკანდალური ჩანაწერების კომენტირებისას.
გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაში “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს ხედავს:
“ხელისუფლებას არავისი და არაფრის არ ეშინია. არ გვეშინია დედამიწის ზურგზე არავის. მიხეილ სააკაშვილის როგორ შეიძლება, რომ ვინმეს ეშინოდეს, მიხეილ სააკაშვილი არის მხდალი. ეს ჩანაწერები არის არაადამიანობის ფსკერი მორიგი დაპყრობა. იმ პოლიტიკოსების, მედიების თუ პირების მიერ, რომელზეც ჩვენ კარგად ვიცით რომელ პოლიტიკურ ძალასთან არიან მიკედლებული და პირდაპირ მისი ქოლგის ქვეშ მოქმედებენ”,- ამბობს ალუდა ღუდუშაური.