ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმა მოხდა – აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ოპოზიციური პარტიის ერთერთ შენობას თავდამსხმელებმა ქვა ესროლეს, ჩატეხილია შუშა.
პარტიის ლიდერების თქმით, ეს არის “ოცნების” ხელწერა. “ენმ”-ის ერთერთი წევრი, მირდატ ქამადაძე, ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებს კრიმინალების დახმარებით ებრძვის.
ცნობისთვის, ოფისის შუშა მაშინ ჩაამტვრიეს, როცა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები, ლიდერებთან ერთად, ფართობასშტაბიან აქციას მართავდნენ აჭარის სახლის წინ, რა დროსაც ოფისი დაკეტილი იყო და შიგნით არავინ იმყოფებოდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ინფორმაცია განახლებადია.
ავქე გეტყვით, რომ გარდა ბათუმისა, დღეს გამთენიისას თავს დაეხნენ და დაწვეს თბილისში ნიკა მელიას ოფისიც. შენობაში ე.წ.მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. ხანძრის შედეგად, სრულად განადგურებულია ინვენტარი.