15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. მიუხედავად სწავლის ონლაინ დაწყებისა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლის მე-41 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლალი ტაბატაძის ხელმძღვანელობით ონლაინ გაკვეთილზე ორიგინალურად შესრულებული პირველი დავალება წარადგინეს.
მეოთხეკლასელებმა საინტერესო და ლამაზი ვიდეორგოლები ჩაწერეს, სადაც საზაფხულო არდადეგების შესახებ საუბრობენ.
„ბედნიერ დღეთა სიმრავლეს გისურვებთ ბავშვებო “, – წერს მოსწავლეების დამრიგებელი ლალი ტაბატაძე.
იხილეთ ვიდეოები:
etaloni.ge