„სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით ოცნება განაცდა“, – ასე პასუხობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, რითაც ღარიბაშვილის მიერ 20 ივნისის აქციის მოვლენებში მის დადანაშაულებას ეხმაურება.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვების დასმა 2 წლის წინ შეეძლო.
“ღარიბაშვილის ეგ არავინ ეკითხება ჯერ ერთი და თუ ღარიბაშვილს რამის თავი ჰქონდა, 2 წელი გავიდა და მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა. იმის მაგივრად, რომ ეთერში დაჯდეს და იქ რაღაცეები იჭორაოს, სჯობს წაიკითხოს გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის, ასევე, პროკურატურის ფარგელბში მათ შორის, საერთაშორისო შეფასებები ამ მოვლენებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით ოცნება განაცდა”, – განაცხადა გახარიამ
შეგახსნებეთ,რომ ფაქტი ეხება პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღაიბაშვილის განცადებას, რომლის მიხედვითაც ღაბიბაშვილმა გახარია ივნისის, გავრილოვის ღამის მოვლენებში დაადანაშაულა და ამ ყველაფერს გახარიას პოლიტიკურ ჩავარდნა უწოდა.