დმანისის სოფელ განთიადში მომხდარს არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს და ამბობს იმასაც, რომ თვითონ პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს, რადგან მისი თქმით, “დეგენერატმა კაცმა ვირაც კაცი დაჭრა”.
რაც მოხდა დმანისში აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელია. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა… როდესაც ადგილი აქვს ექსცესს და ეს ინციდენტი იყო ექსცესი, ასეთ დროს ეს არის კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა. ეს არის პირველი შემთხვევა ამ სამთვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაც კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, და უბედურებაზე – რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიებმა, – ამბობს კობახიძე.