ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშული,
სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან ერთად, უგანდის ცესკოც დააკვირდება.
34-მილიონიან უგანდაში მოსახლეობის 76% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრებს. ქვეყანას 1986 წლიდან ერთი პრეზედენტი მართავს. არჩევნები უგანდაში პრაქტიკულად გაუქმებულია. შეზღუდულია პოლიტიკური პარტიები და მათ “სექტანტებს” უწოდებენ.
უგანდა ოფიციალურად უპარტიო სისტემის მოწყობის ქვეყანაა. 76 წლის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ 2020 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა. უგანდის ცესკოს თავმჯდომარე კი შესაძლოა, საქართველოს თავად ეწვიოს.
არჩევნებზე დასაკვირვებლად ასევე დარეგისტრირებულია:
- აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
- მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი;
- ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
- უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- ლიეტუვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია;
- მალდივის საარჩევნო კომისია;
- ბელარუსის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;
- იტალიის საელჩო საქართველოში;
- ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
- იაპონიის საელჩო საქართველოში…