აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირიმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. სემინარზე საუბარი შეეხო აგვისტოში Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ დევიდ კრამერის და იან კელის სტატიას საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და კრამერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა წერტილოვანი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.
“ძალიან მაწუხებს, რომ ის რასაც აქ ვხედავთ არის სახელმწიფოს მიტაცება და მზრდადი გავლენა ინდივიდისა, რომელიც აღარ არის არჩეული თანამდებობის პირი, აღარ არის პარტიის წევრი, ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებს, აღარ არის პრემიერმინისტრი, როგორც იყო არჩევნების შემდეგ პირველი წელი და ვსაუბრობ ბატონ ივანიშვილზე, რომელიც როგრც ჩანს კულისებიდან მართავს მოვლენებს. ჩემი გაფრთხილება მათთვის, ვისაც საქართველოში ჰგონია, რომ აშშ არასოდეს დააწესებს სანქციებს, ბატონო პლახოტნიუკი იმავეს ფიქრობდა მოლდოვაში, ბატონი კოლომოისკი იმავეს ფიქრობდა უკრაინაში.
ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ აშშ-ს არ სურს რაიმე სანქციების დაწესება ვინმესთვის საქართველოში. საქართველო აშშ-ს ახლო მეგობარი და მოკავშირეა, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება, ვფიქრობ, რომ არ იქნება სხვა არჩევანი მოქმედების გარდა. ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ თუ ამჟამინდელი ლიდერშიფი ამ გზაზე გააგრძელებს, ჩვენ, შესაძლოა, საკმაოდ ძლიერი სიგნალი გავგზავნოთ წერტილოვანი სანქციების დაწესებით” – თქვა კრამერმა.
დევიდ კრამერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს სანქციები იქნება არა საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არამედ იმ ინდივიდებისთვის, რომლებსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავთ.
” ტაბულა”