შალვა თავდიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ, ლევან გოგუაძე და დავით მჟავანაძე ოზურგეთის მერის მოადგილეებად
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ირაკლი ღლონტმა, დღეს, ქალაქ ოზურგეთში, საკუთარ ოფისში. საკუთარი გუნდი წარადგინა.
ღლონტის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში, მისი როგორც მერის მოადგილეების სავარძელს ექიმი ლევან გოგუაძე და პარტიის ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანძე დაიკავებენ.
ვიცე მერის თანამდებობაზე კი, მისი გამარჯვების შემთხვევაში, საჯარო კონკურსი გამოცხადდება.
ირაკლი ღლონტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ასევე “მომავლის გუნდის” ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი ილია მალაზონია წარუდგინა და გვამცნო, რომ პარტიის საარჩევნო შტაბში ნომერ პირველი ფიგურა, ანუ მისი ხელმძღვანელი, ბესო ქათამაძე იქნება.