თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დადასტურდა

შიდსისა და პათოლოგიის კლინიკის გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა ავრცელებს: _ ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს, _ აღნიშნულია განცხადებაში. .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share