ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაღალი სიჩქარით მოძრავმა “ჰიუნდაის” ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.