ისეთი ცხოვრება გაქვთ, როგორც აზროვნებთ

ნეიროპლასტიკა – ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი აღმოჩენაა. ადრე ითვლებოდა, რომ ნერვულ უჯრედებს აღდგენის უნარი არ გააჩნდა. თუმცა, 1988 წელს ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ნეიროგენეზი არა მხოლოდ 13-14 წლის ასაკამდე ხდება, არამედ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, და რომ ზრდასრულ ადამიანებსაც შესაძლებელია განუვითარდეთ ახალი ნერვული უჯრედები.

image

 

 

ჩვენს ტვინში 100 მილიარდი ნეირონია – ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში! თითოეული უჯრედი თავის მხრივ იძლევა 200 ათას განშტოებას. ამგვარად, ტვინს უზარმაზარი რესურსები გააჩნია იმისთვის, რომ დაახლოებით 3 მილიონი წლის მოგონებები შეინახოს.

 

გონების მაგიური ხეები

 

მეცნიერები უწოდებენ მას «გონების მაგიურ ხეებს», რადგან ნერვული უჯრედები ტოტებიან ხეებს ჰგავს. ტვინის ელექტრული იმპულსები ნეირონებს შორის გადაეცემა სინაფსების საშუალებით – ნეირონებს შორის კონტაქტის ზონა. ადამიანის ტვინის საშუალო ნეირონს გააჩნია 1000-დან 10000-მდე სინაფსი ანუ კონტაქტი მეზობელ ნეირონებთან. სინაფსებს აქვთ მცირე ნაპრალი, რომელიც იმპულსმა უნდა გადალახოს.

როდესაც ჩვენ ვსწავლობთ, ამით ტვინის მუშაობას ვცვლით, გაგვყავს რა ახალი გზები ფიქრის ელექტრული იმპულსებისთვის. ამასთან, ელექტრული სიგნალი უნდა «გადაახტეს» სინაფსის ნაპრალს იმ მიზნით რომ შექმნას ახალი კავშირი ნერვულ უჯრედებს შორის. ამ გზის გავლა მას ყველაზე მეტად პირველად უჭირს, მაგრამ სწავლის პროცესში, როცა სიგნალი სინაფსს გადალახავს რამდენჯერმე, კავშირები უფრო «ფართო და მყარი» ხდება, იზრდება სინაფსების რაოდენობა და კავშირი ნეირონებს შორის. ყალიბდება ნეირონების ახალი მიკროქსელი, რომელშიც «ინერგება» ახლადმიღებული ცოდნა: რწმენა, ჩვევები, ქცევის წესები. და ამ დროს ჩვენ, ბოლოსდაბოლოს, რაღაცას ვსწავლობთ. ტვინის ამ უნარს ნეიროპლასტიურობა ეწოდება.

image

 

 

ზუსტად რომ მიკროქსელების რაოდენობას ტვინში, და არა მოცულობას ან მასას, გარკვეული გავლენა აქვს იმაზე, რასაც ჩვენ ინტელექტს ვუწოდებთ.

 

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ინტენსიური სწავლების პროცესი მიმდინარეობს, ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მდიდარი და მრავალფეროვანი გარემო.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების მიზეზი ასაკთან ერთად არა ნერვული უჯრედების კვდომაა, არამედ დენდრიტების გამოფიტვა, – ნეირონის განტოტვილი ნაწილი, რომლის საშუალებითაც იმპულსები ნეირონიდან ნეირონზე გადადის. თუ მუდმივად არ ხდება დენდრიტების სტიმულირება, მაშინ ისინი ატროფიას განიცდიან, კარგავენ გამტარუნარიანობას, ისევე როგორც კუნთები ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

 

ერთი და იგივე ყოველდღიური ქმედება აყალიბებს ე.წ. შაბლონურ ქცევებს – ჩვენს ჩვევებს – ამასთან, ვიყენებთ და ვაძლიერებთ ერთი და იმავე ნეირონულ კავშირს. ასე ხდება ჩვენი «ავტოპილოტის» ჩანერგვა, თუმცა ამ დროს აზროვნების მოქნილობა საგრძნობლად იკლებს.

image

 

 

ჩვენ ტვინს ვარჯიში სჭირდება. აუცილებელია ყოველდღიურად ცვალოთ რუტინული და შაბლონური ქცევები ახალზე, თქვენთვის უჩვეულოზე, რომელიც აამოქმედებს გრძნობის რამდენიმე ორგანოს; ჩვეულებრივი მოქმედებების შესრულება უჩვეულო გზით, ახალი პროექტების წამოწყება, «ავტოპილოტისგან» თავის დაღწევა. ჩვევა ასუსტებს ტვინის შესაძლებლობებს. პროდუქტიული მუშაობისთვის მას სჭირდება ახალი შთაბეჭდილებები, ამოცანები, ინფორმაცია –ერთი სიტყვით – ცვლილებები სჭირდება.

 

1998 წლამდე ითვლებოდა, რომ დენდრიტების ზრდა მხოლოდ ადრეულ ასაკში ხდება, თუმცა, კვლევებმა დაადასტურა რომ ზრდასრულ ადამიანებშიც ნეირონებს დენდრიტების გამომუშავების უნარი გააჩნია, რათა ძველის კომპენსირება მოახდინოს. დამტკიცებულია, რომ ნეირონულ ქსელს შეცვლის უნარი აქვს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე და ჩვენი ტვინი ნეიროპლასტიურობის უდიდეს რესუსრსს ატარებს – უნარს შეცვალოს საკუთარი სტრუქტურა.

 

ცნობილია, რომ ჩვენი ტვინი ემბრიონული ქსოვილისგან შედგება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მზად არის განვითარების, სწავლისა და მომავლისთვის.

ტვინს უნარი აქვს ფიქრით, წარმოსახვით, ვიზუალიზაციით შეცვალოს ნაცრისფერი ნივთიერების სტრუქტურა და ფუნქცია. მას შეუძლია შეიცვალოს იმ ფიქრების ზეგავლენით, რომლითაც ის ივსება, გონებას შეუძლია ტვინზე გავლენის მოხდენა.

 

ყველაფერს, რაც ზემოთ იყო ნახსენები, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მიზნების რეალური მიღწევა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას თქვენი ტვინის მუშაობაში – რაც გულისხმობს, გენეტიკური პროგრამის და აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული მრავალწლიანი წარმოდგენების გადალახვას.

image

«თქვენი ამოცანაა – ხიდის გადება უფსკრულზე თქვენსა და სასურველ მიზნებს შორის».

ერლ ნეითინგეილი

 

 

მეტაფორულად ამ პროცესის ილუსტრირება შემდეგი მაგალითითაა შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი თავისი შეზღუდული წარმოდგენებით – ჭიქაა მღვრიე წყლით. თუ გადაღვრით ჭუჭყიან წყალს, გარეცხავთ ჭიქას და სუფთა წყლით აავსებთ – ეს ნამდვილი შოკი იქნება მთელი ორგანიზმისთვის. თუმცა, თუ ჭიქას სუფთა წყლის ქვეშ დადგამთ, ის თანდათან ჩაანაცვლებს მღვრიე წყალს.

 

ზუსტად ასევე, ტვინს ახლებურად აზროვნება რომ ასწავლოთ, არ არის საჭირო მკვეთრად «წავშალოთ» ძველი. საჭიროა დროდადრო შევავსოთ ჩვენი ქვეცნობიერი პოზიტიური წარმოდგენებით, ჩვევებით და თვისებებით, რომელსაც თავის მხრივ მივყავართ ეფექტურ გადაწყვეტილებებამდე საჭირო შედეგით.

იმ მიზნით რომ ჩვენი ტვინის შრომისუნარიანობას ხელი შევუწყოთ, საჭიროა ე.წ. «ფიზკულტურა». ნეირობიოლოგიის პროფესორმა ლოურენს კაცმა (აშშ) შეიმუშავა ვარჯიშების მთელი კომპლექსი ტვინისთვის – ნეირობიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კარგ «მენტალურ» ფორმაში ვიყოთ.

 

ნეირობიკის ვარჯიშები იყენებს ადამიანის ხუთივე გრძნობას, ამასთან, უჩვეულო გზით და სხვადასხვა კომბინაციით. ეს ეხმარება ტვინში ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნას. ამასთან, ჩვენი ტვინი იწყებს ნეიროტროპინის გამომუშავებას – ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ახალი ნერვული უჯრედების ზრდას და კავშირს მათ შორის. თქვენი ამოცანაა – ყოველდღე შეცვალეთ ჩვეული და შაბლონური ქმედებები ახლით და უჩვეულოთი.

image

 

 

ნეირობიკის ვარჯიშის მიზანი – ტვინის სტიმულირება. ნეირობიკით დაკავება საკმაოდ მარტივია – უნდა გააკეთოთ ისე, რომ თქვენი გრძნობის ორგანოები ახლებურად იქნეს ამოქმედებული.

მაგალითად:

 

  • დილით გაღვიძების შემდეგ, შხაპი თვალდახუჭულმა მიიღეთ,
  • კბილები გაიხეხეთ მეორე ხელით,
  • სამსახურში სხვა გზით წადით,
  • წადით საყიდლებზე ახალ ადგილას და კიდევ ბევრი რამ.

ეს გასართობი და სასარგებლო თამაშია.

 

 

ნეირობიკა აბსოლუტურად ყველაფერშია სასარგებლო. ბავშვებს ეს უკეთეს კონცენტრაციაში და ახალი ცოდნის ათვისებაში დაეხმარება, ზრდასრულებს კი ხელს შეუწყობს თავის ტვინი კარგ ფორმაში შეინარჩუნონ და თავიდან აიცილონ მეხსიერების გაუარესება.

ნეირობიკის მთავარი პრინციპი – მუდმივად ცვალეთ მარტივი შაბლონური მოქმედებები.

 

მიეცით საკუთარ ტვინს დავალება – ჩვეული ამოცანები უჩვეულო გზით ამოხსნას, და დროთა განმავლობაში ის მადლობას გადაგიხდით არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობით.

 

ასე რომ, ჩვენ უნარი შეგვწევს საკუთარ ტვინს ახლებურად აზროვნება ვასწავლოთ. წარმოდგენების და ქცევების შეცვლით, თქვენ დაინახავთ, რომ შინაგან ცვლილებას გარეგნულიც მოყვება – თქვენს ირგვლივ ყველაფერი პოზიტიურობისკენ შეიცვლება.

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share