ქართული ოცნრბის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი ძიმითი, ასკანისა და ნაგომრის საარჩევნო ოლქში, ტიტე მგელაძე ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, საკუთარი ფულით, წყლის ცისტერნები იყიდა და სოფელში, ერთ_ერთ უბანს საჩუქრად გადასცა.
კანდიდატი ამბობს, რომ ამაში არაფერია გასაკვირი და აკონკრეტებს, რომ ასე ხალხის საკეთილდღეოდ მოიქცა.
ის, რაშიც პრობლემას ვერ ხედავს ოცნების კანდიდატი, დანაშაულია ოპოზიციისთვის.
ოზურგეთში, მერობის კანდიდატები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების მოგებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის გამო კანდიდატი რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნან და ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
შესაბამისი საჩივრით ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიმართა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას