სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, თანამშრომლებთან ერთად კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა.
სტუდია მონიტორი Facebook-ზე ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.
“2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
“სტუდია მონიტორს” წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ”, – წერს “სტუდია მონიტორი”.