ნათია თურნავა სააკაშვილის განცხადებაზე – დაიღალა ქართული საზოგადოება იმის მოსმენით: „ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ”
ყველანაირად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი , – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის მიზანი არეულობისა და დისონანსის შემოტანაა ქვეყანაში.
“ხელმოცარული ძალაა, ხედავენ რომ ამ არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ყველანაირად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი. დაიღალა ქართული საზოგადოება, იმის მოსმენით, რომ ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ. ერთადერთი მიზანი არის არეულობის და დისონანსის შემოტანა, ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას. ჩვენ მთავარი ამოცანა არის განვამტკიცოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გრძნობს და არავინ მისცემს არავის ქვეყნის არეულობის შესაძლებლობას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.