“სავარაუდო მოკლე პროგნოზი ამჯერად მიშა აუცილებლად დაბრუნდება.
მას აეროპორტში დააპატიმრებენ და ვერტმფრენით გადაიყვანენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით “აღშფოთდება და შეძრწუნდება” დასავლეთი. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გამოიჩენს “კეთილ ნებას” და ექსპრეზიდენტს შეიწყალებს. ჭირი იქა ლხინი აქა… ყველა ვარიანტში გამარჯვებული იქნება მიშა. რაც შეეხება ორ პოლუსიანობას, ისე წუწუნებთ თქვე მამაცხონებულებო, თითქოს მესამე, მეოთხე და მეათე პოლუსის გახსნას ვინმე გიკრძალავთ. ახალი პოლუსი რომ შექმნა უფრო სწრაფად უნდა იმოძრაო ვიდრე არსებული ორი პოლუსია მოძრაობაში. წარმოიდგინეთ დგახართ რამდენიმე ხაზიან ველო ბილიკზე და მეტოქეებს ეუბნები: იცით რა, სწრაფად არ იაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა გადაგასწროთო. მოკლედ რომ ვთქვათ, ნუ გექნებათ ახალი პოლუსის იმედი ძველ პროსტიტუტკა პოლიტიკოსებს. (იმიტომ რომ, ერთი რაღაციდან სალამური არ გამოვა) ახალ პოლუსს მხოლოდ ახალი თაობები შექმნიან, თუ დიდი მონდომებით არ შეეცდებით მათ გახრწნას და ასპარეზს დაუთმობთ”. –წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი.