თალაკვაძეებს ხმებში ისე გაუჭირდათ გატიალებულ ეზოში 6 კაცი ჩაწერეს

“გურიის მოამბეს” რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო ოზურგეთის მერობის კანდიდატებზე.

კერძოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ავთანდილ თალაკვაძეზე, იმაზე, რომ ავთანდილ თალაკვაძე არა ოზურგეთში, არამედ ქალაქ თბილისში, ს. კაკაბაძის ქუჩაზე ცხოვრობს და ცენტრალური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში, ხშირად განუცხადებია, რომ წარმოშობითაა მხოლოდ, ოზურგეთიდან.

მის დამადასტურებელი მტკიცებულებაც გამოვაქვეყნეთ.

არ გასულა ერთი კვირაც და ძმები თალაკვაძეები, მშობლებთან და ახლობლებთან ერთად თბილისიდან ოზურგეთში გადმოეწერენ, კერძოდ ქალაქი ოზურგეთი; ნინოშვილის ქუჩა #31;

თუმცა აქ გასაკვირი ის ამბავია, რომ სადაც თალაკვაძეები ჩაეწერნენ იქ საცხოვრებელი სახლი არ არსებობს და მხოლოდ “გატიალებული” ეზოა.

საინტერესოა, ნუთუ თალაკვაძეებს ხმებში ისე გაუჭირდათ, რომ გატიალებულ ეზოში  6 კაცი ჩაწერეს?

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share