ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს იხსენებს და ფეისბუქ გვერდზე წერს:”ზუსტად 9 წლის წინ, დაახლოებით ამ დროს, ვიღაცამ აკვნიდან გაიტაცა, ქვევრში ჩააგდო 9 თვის ბარბარე რაფალიანცი და ქვევრს თავი დაახურა. რამდენიმე წუთში ადგილზე გაჩნდა ივანიშვილის ტელევიზია, არაადამიანმა მანანა ბერიკაშვილმა ეს მაშინვე მაშინდელ ხელისუფლებას დააბრალა, ახლანდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა კი დაწერა, ესაა ამ ხელისუფლების რეალური სახეო. დანაშაული არასდროს გახსნილა და რჩება საქართველოს ისტორიის ერთერთ ყველაზე უფრო შემზარავ, ცივსისხლიან მკვლელობად – დაუჯერებელი მასშტაბის ბოროტებად, რომელიც რუსებმა ქვეყნის ხელში ჩასაგდებად გამოიყენეს. გავა დრო და ბევრი რამ დაგვავიწყდება. მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ, როგორ მოვიდნენ ქოცები ხელისუფლებაში.” – წერს ზაზა ბიბილაშვილი.