რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი Telegram-ზე პოსტს აქვეყნებს, რითაც ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ეხმიანება.
„მე ვიცი, რა მენიუ მოამზადა საქართველოს ხელისუფლებამ შენთვის: წვნიანი აყროლებული თევზის კუდებიდან პირველი, მეორე- პიურე, კარტოფილის ნათალისგან და პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ფხვნილისგან მომზადებული კისელი”, – წერს ჟირინოვსკი.
რუსი პოლიტიკოსი სარკასტულად აღნიშნავს, რომ სააკაშვილს შეეძლო, მშვიდად ეცხოვრა მოსკოვში.
„ლიბერალ -დემოკრატიული პარტია” შენთანაა, ჩვენ გადაგარჩენთ! შეგეძლო მშვიდად გეცხოვრა მოსკოვში, შეხვედროდი იანუკოვიჩს, გეთამაშა ნარდი, მაგრამ შენმა ზედმეტმა გაუმაძღრობამ დაგღუპა,“- წერს ჟირინოვსკი.