ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით თბილისში “ქართულმა ოცნებამ” 38.6 % , ენმ-მ კი 33.0 % მიიღო. პარტიების პროპორციული შდეგი სრულად ასე გამოიყურება:
- ქართული ოცნება – 38,6%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 33 %
- საქართველოსთვის – 7,6 %
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %
- ლელო – 4%
- ხალხისთვის – 2%
- გირჩი – 1,6%
- მოქალაქეები – 1,1%
- ევროპული საქართველო – 1,0 %
- ლეიბორისტული პარტია – 1,0%
- პატრიოტთა ალიანსი – 0,9%
- მესამე ძალა – 0,8%„მთავარი არხის“ ეგზიტპოლები კვლევითმა ორგანიზაცია „IPSOS-მა“ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%. რესპოდენტები შეირჩნენ შემთხვევითობის პრინციპით.
ეს არის შედეგები 17.00 საათის მონაცემებით და ასახავს პარტიების და კანდიდატების შედეგებს თბილისში.