ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„ტიპმა ყველა რეგულაცია პირადად თვითონ ისე მოხსნა, ვაქცინაცია 2 პროცენტზე იყო ქვეყანაში. ჩვენ დაგვაბრალა, ხალხო, თავისი დანაშაული. ეს რა უტიფარია! აღარ ვიცი, როგორ ვიკავებ თავს, ის არ ვთქვა, რაც ეკუთვნის. ჯერ უაზრო რეგულაციებით და მერე ასევე უაზროდ ხან დაკეტვით, ხან გახსნით დედა უტირეს ქვეყანას, ეკონომიკა და უამრავი ადამიანი შეიწირეს იმის გამო, რომ ვაქცინა ვერ შემოიტანეს და ახლა ამ ადამიანების სიკვდილს ჩვენ გვაბრალებს. ხოცავდა ჟურნალისტებს 5 ივლისს და ახლა კოვიდის მსხვერპლი ჩვენ დაგვაბრალა. ხვდებით, ესენი ვინ არიან??? გაცოფებული ვარ!“
ცნობისათვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო რამდენიმე დღიანი აქციების შედეგ მოხდა.შეგახსენებთ, მედიის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდა. ისინი “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას პრემიერ მინისტრს და შსს მინისტრს აკისრებენ. ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მასზე 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა იძალადეს.