მიხეილ სააკაშვილს ევაჭრებოდნენ საქართველოდან წასვლაზე, პირადად ივანიშვილმა დაურეკა – კილაძე
“ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაკავბამდე ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა, რათა დაერწმუნებინა, რომ ქვეყნიდან წასულიყო და უკრაინაში დაბრუნებულიყო.
ამის შესახებ კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსაფიქრებლად 10 წუთი მისცეს, თუმცა მან დროის გამოყენებაზე უარი განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილს ევაჭრებოდნენ საქართველოდან წასვლაზე, რომ ის წასულიყო და ვერავინ გაიგებდა მის საქართველოში ყოფნას და განიხილებოდა ვერსია, რომ ის ვიდეოები ჩაწერილია იმ მომენტისთვის, როცა მისი დაცვის წევრები მეზღვაურებთან ერთად და იტყოდნენ, რომ შემოვიდა საქართველოში, გადაიღო ეს ვიდეოები და გაიპარა ქვეყნიდან.
მიხეილ სააკაშვილმა ამ შეთავაზებაზე თქვა უარი. სხვათა შორის, ვიღაცას არ დაურეკავს, ჩემი ინფორმაციით პირადად ივანიშვილმა დაურეკა და 10 წუთი ჰქონდა მას მოსაფიქრებლად დრო და მან მოფიქრების დრო, რა თქმა უნდა, არ გამოიყენა და თქვა, რომ ის მიდის ციხეში”,-თქვა ელისო კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”