საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, იხსნება ფესტივალებსა და კონცერტებზე დაწესებული შეზღუდვაც. მათი ჩატარება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.