სირცხვილია, როგორც ვექცევით საკუთარი ქვეყნის მომავალ ისტორიულ ფიგურებს – პირველი სამი პრეზიდენტის ჩათვლით“

“ფორმულას” ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ  2021 წლის, 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა და “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:

„შეიძლება კიდევ წლები ვიკამათოთ, 2021 არჩევნების წინ რა შეცვალა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ საქართველოში და რომელი პარტიის მომხრეების მობილიზებას და რომლის იმედგაცრუებას შეუწყო უფრო მეტად ხელი და რამდენად დრამატულად, იყო თუ არა ეს სწორი მომენტი, სწორი ფორმა ან სწორი ნაბიჯი, მაგრამ ახლა ეს მეორეხარისხოვანია.

ღარიბაშვილის და ბიძინას დაპატიმრებული სააკაშვილი, რომლებსაც მარტო ბოლო თვეებში აქვთ ყველაფერი დაშავებული უფრო დიდ და მძიმე ფორმებში, რაზეც მიშას მისჯილი აქვს და რასაც ედავებიან – დამნაშავის დაუსჯელობაც, უსამართლო შეწყალებაც და კორუფციაც – არის საშინელი უსამართლობა.

სირცხვილია ეს ყელმოღერებული მონა იმ ბოროტ მაქინატორს ღიად ულოცავდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების და შერჩევითი სამართლის ზეიმს და მეორე დღეს არჩევნებში ხმებს იღებდეს.

სირცხვილია, როგორც ვექცევით საკუთარი ქვეყნის მომავალ ისტორიულ ფიგურებს – პირველი სამი პრეზიდენტის ჩათვლით“, – წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share