საქართველოს ყველაზე პოპულარული პირველი ლედის ცხოვრება

“არ და­გი­მა­ლავთ, რომ პა­რას­კევს სა­ღა­მოს და­დე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ფორ­მა კი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი”, – ეს სი­ტყვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის სან­დრა რუ­ლოვსს ეკუთ­ვნის. იდე­ა­ლის­ტი ქა­ლის სტა­ტუს­მა გუ­შინ კი­დევ ერთხელ გა­ა­ო­ცა სა­ქარ­თვე­ლო. ამ სი­ტყვე­ბით სან­დრა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის დღეს, უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტის ლიზა იას­კოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ლი­ზას­თან ერ­თად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

  • ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი

სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სი 1968 წლის დე­კემ­ბერს ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ ტერ­ნე­ზენ­ში და­ი­ბა­და. კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სწავ­ლობ­და უცხო ენებს და ოც­ნე­ბობ­და რო­მე­ლი­მე აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო.

25 წლის ასაკ­ში სტრას­ბურ­გში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­ფე­ტე­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­იც­ნო და ამ დღის შემ­დეგ მათი გზე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­და­იკ­ვე­თა.

ცხოვ­რე­ბა შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი გეგ­მით, უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ. პირ­ვე­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის რძალ­მა გა­ა­კე­თა, მე­უღ­ლის მშობ­ლი­უ­რი ენა ის­წავ­ლა.

“ქალბატონო სანდრა, ჩვენო ქართველო – ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს პირველი ლედის სახელი…” – რას წერს მედეა ვასაძე სანდრა რულოვსზე?

“არ დაგიმალავთ,  რომ  ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი,  ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო” – რას წერს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა  იასკოს შესახებ

თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე არ ჩა­მო­სუ­ლა.

პირ­ვე­ლად 1992 წელს იმოგ­ზა­უ­რა, მოს­კო­ვი­დან მა­ტა­რე­ბელს გა­მოჰ­ყვა და სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვი­და. იმ­ჟა­მად ფლა­მან­დი­ელ ძმებს თარ­ჯიმ­ნო­ბას უწევ­და, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლან­დი­უ­რი ბოსტნე­უ­ლის თეს­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს და სო­ხუ­მი­დან პირ­და­პირ ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ათი დღე გა­ა­ტა­რეს ქუ­თა­ის­ში და ჰო­ლან­დი­ა­ში დაბ­რუნ­დნენ.

პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სი 2004 წლის 4 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო. “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით“ მო­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხალ­ხი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ჰო­ლან­დი­ე­ლი რძა­ლი, იმ­ჟა­მად წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი – ედუ­არ­დი უკვე ჰყავ­და.

წლე­ბის გას­ვლას­თან ერ­თად, იკ­ლებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი, ვარ­დე­ბით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­დალ­ში. ქვე­ყა­ნა­ში იმარ­თე­ბო­და მი­ტინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც თვე­ე­ბიც კი გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და იმ პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უყ­ვარ­და, და­ნარ­ჩენს კი ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებ­და.

2004 წელი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

 

“არას­დროს მარ­ტო არ ხარ, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ცუდი პრე­სა, დის­კრე­დი­ტა­ცია. ხან თმა არ გაქვს და­ვარ­ცხნი­ლი, არ ხარ ფორ­მა­ში, ნამ­ტი­რა­ლე­ვი ხარ, მაგ­რამ მა­ინც უნდა გახ­ვი­დე ხალ­ხში, რად­გან შენ ხარ სიმ­ბო­ლო, რეპ­რე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი ფუნ­ქცია გაქვს“, – იხ­სე­ნებ­და ის წლე­ბის შემ­დეგ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ახ­ლდა მე­უღ­ლეს ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბებ­ზე, რის შემ­დე­გაც მე­დია მისი ჩაც­მის სტი­ლის გამო კრი­ტი­კას არ იშუ­რებ­და ხოლ­მე.

2008 წელი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

 

თუმ­ცა მის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ჭორი იყო, რო­დე­საც ბო­რო­ტი ხმე­ბი ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ის ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბის ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი. მარ­თა­ლია, ამ შემ­ზა­რა­ვი ჭო­რის ხალ­ხის დიდ ნა­წილს არ სჯე­რო­და, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში ამა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც ლა­პა­რა­კობ­დნენ, პე­რი­ო­დუ­ლად წერ­და ულტრა­რა­დი­კა­ლუ­რი და ყვი­თე­ლი მე­დია.

ამის თა­ო­ბა­ზე სან­დრა რუ­ლოვ­სი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: “ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი… ხალ­ხი დღემ­დე მე­კი­თხე­ბა, რა­ტომ არ შე­გაქვს სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­შიო, რაში დავ­კარ­გო დრო, ხუთი ექ­ვსი დღე, რომ ქარ­თუ­ლი მე­დი­ით და­ვამ­ტკი­ცო სი­მარ­თლე? – ვი­ღა­ცებს დღემ­დე სჯე­რათ და ეს მა­წუ­ხებს ძა­ლი­ან, სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია”.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად ჭო­რა­ობ­დნენ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვა­ში ხში­რად ჩან­დნენ. დრო და დრო ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სან­დრა და­შორ­დნენ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ქალ­ზე მე­დი­აც კი ღიად წერ­და, თუმ­ცა სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის ჩუ­მად იყო… 2016 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში კი გა­ნა­ცხა­და:

“მი­შას ასე­თი მტე­რი ჰყავ­და რუ­სე­თის სა­ხით. მისი პო­ლი­ტი­კის გამო, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ყო­ველ­თვის ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ერთი ტყვია უნდა, უბე­დუ­რე­ბა მოხ­დეს ან ჩა­ი­ში წა­მა­ლი… ყო­ველ­თვის ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ და­ძა­ბუ­ლად ცხოვ­რობს და დიდ რის­კებ­ზე მი­დის ჩემი ქმა­რი და არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სა­ღა­მოს ჩემ­თან უნდა მოხ­ვი­დე, სად იძი­ნებ, სად და­დი­ხარ, ჩემ თავს ამის უფ­ლე­ბას ვერ ვაძ­ლევ­დი. პრე­ზი­დენ­ტო­ბა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე თა­მა­შია, ეპა­ტი­ე­ბა – ასე­თი გან­წყო­ბა მქონ­და ყო­ველ­თვის”.

მუდ­მი­ვად ჩან­და, რომ ის არა მხო­ლოდ თა­ნა­მო­აზ­რე იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, არა­მედ ყველ­გან, ყვე­ლა ბრძო­ლი­სას და კრი­ზი­სი­სას მის გვერ­დით იდგა. ასე იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას, არა­მედ უკ­რა­ი­ნა­ში პო­რო­შენ­კოს პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას შექ­მნი­ლი ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბი­სას, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­უ­უქ­მეს და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე

 

  • სან­დრა რუ­ლოვ­სი და ონ­კო­ლო­გია

2009 წელს სან­დრა რუ­ლოვ­სის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა იმ­ჟა­მინ­დელ პირ­ველ ლე­დის პი­რა­დად შე­ე­ხო.

“2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

2012 წლის 19 სექ­ტემ­ბერს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტუ­რი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გუ­რი­ა­ში. წინა სა­ღა­მოს ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. იმ ღა­მეს არ მე­ძი­ნა, მაგ­რამ დი­ლას უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო ვე­ლო­ტურ­ზე. ვფიქ­რობ­დი, რა დროს ვე­ლო­სი­პედ­ზე დაჯ­დო­მაა დღეს, მაგ­რამ ამ ქა­ლებს ვერ დავ­ტო­ვებ­დი. მახ­სოვს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია მე და ნი­კო­ლოზს დაგ­ვდევ­და, კად­რე­ბი უნ­დო­დათ, რომ ამ დროს გა­სარ­თო­ბად დავ­დი­ო­დით. 60 კი­ლო­მეტრზე მეტი ვერ გა­ვი­ა­რე და ისევ ბა­თუმ­ში დავ­ბრუნ­დი. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი”, – გა­ნა­ცხა­და სან­დრა რუ­ლოვსმა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მა­ში 2016 წელს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, სან­დრა რუ­ლოვსმა ის­წავ­ლა მეგ­რუ­ლიც. ყო­ველ­თვის აშ­კა­რად ჩან­და, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აქვს სა­მეგ­რე­ლოს მი­მართ. რო­დე­საც ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ 2016 წელს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ზუგ­დიდ­ში მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტად იყა­რა კენ­ჭი. მა­შინ სან­დრა რუ­ლოვ­სი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ გეგა შენ­გე­ლი­ას­თან ერ­თად მე­ო­რე ტურ­ში გა­ვი­და, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა.

სან­დრამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ის­წავ­ლა სა­ექთ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­და. ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ის­ტო­რი­ე­ბი, რო­გორ ოც­დე­ბოდ­ნენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­დე­საც მო­რი­გე ექთ­ნის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლი ლედი შე­დი­ო­და მათ­თან.

ის სწავ­ლას ყვე­ლა ასაკ­ში აგ­რძე­ლებს და ამ­ჯე­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას სწავ­ლობს და მე­ო­რე კურ­სზეა.

რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა სან­დრა რუ­ლოვ­სის ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლი ოჯა­ხის შექ­მნა ისე და­ა­ა­ნონ­სა, რომ ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პირ­ველ

მა ლე­დიმ ბევ­რი არა­ფე­რი იცო­და…

2005 წელს სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი “იდე­ა­ლის­ტის ნა­ამ­ბო­ბი” გა­მო­ი­ცა, რომ­ლის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“ახლა, რო­დე­საც გა­სუ­ლი ათი-თორ­მე­ტი მშფოთ­ვა­რე წლის აღ­წე­რა და­ვა­პი­რე, ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, თით­ქოს სა­დღაც შუ­ა­ლე­დურ სად­გურ­ზე ჩა­მო­ვე­დი და დრო­ე­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა შევ­წყვი­ტე, რათა ყვე­ლა­ფერს თავი მო­ვუ­ყა­რო, და­ვა­ხა­რის­ხო, გეზი მივ­ცე…”

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share