“აცრის რიცხვი, რა თქმა უნდა, არის დაკლებული, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება. დღეს ჩვენ გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები და მერები მიიღებენ მონაწილეობას. მნიშვნელოვანია მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმართველობების, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო თავისი რესურსით იმ საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს”.
თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.