ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა პარლამენტის დეპუტატს ნინო წილოსანს უპირისპირდება და უზრდელს უწოდებს.
ასკურავასა და წილოსანს შორის დაპირისპირება ოპოზიციონერის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის ლანჩხუთში ამომრჩევლის მოსასყიდლად უშუალოდ წილოსანის მიერ შემოტანილ 300 ათას ლარზე საუბრობდა.
აღნიშნულის გამო, წილოსანმა ასკურავას სულელი უწოდა, ამ უკანასკნელმა კი, პარლამენტარს უზრდელობაში დასდო ბრალი.
ამის შესახებ, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
“ნინო წილოსანი • Nino Tsilosani მთელმა საქართველომ იცის სულელი რომ ხარ და გურულად რომ გიპასუხო აბდლურს აბდლურზე რომ ლარაკობ წლებია აი პარლამენტარი ქალი. ისე ხანდახან მეც შემცხვენია შენს მაგივრად. რაც შეეხება შენს მიერ შემოტანილ 300 ათასი ლარის ამბავს რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის გამოიყენეთ, შენივე შტაბიდან გამოჟონა! პ.ს ახლა შენივე საჯარო კომენტარით დაამტკიცე(სადაც სულელს მიწოდებ) , რომ ამავდროულად უზრდელიც ყოფილხართ!”-წერს ასკურავა.