პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა კადრები დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ტყეშია გადაღებული.
სააკაშვილის თქმით, ის მესამე ქვეყნის მეშვეობით აღმოჩნდა.
“მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ აღმოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, რომ ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც მოვდიოდი 2-ში საღამოს, უნდა გადაესროლათ ამ ქვეყნებში, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდები იქნებოდა, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლები კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა.